“მინისტერიალზე რუსული დელეგაციიდან მათ შემოუშვებენ, ვისაც ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია” – ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, სერგეი ლავროვი საქართველოში, სავარაუდოდ, ვერ ჩამოვა.

აბაშიძის განმარტებით, თბილისში, მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალზე რუსული დელეგაციიდან მხოლოდ მათ შემოუშვებენ, ვისაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვთ.

“ჩამოვა, ვისაც არ ექნება დარღვეული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეს ერთია. პრინციპში, ეს საერთაშორისო ფორუმია, ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ ამას შესაბამისი სტანდარტებით ჩავატარებთ. ამავე დროს, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი კანონმდებლობა, რაც ყველამ უნდა დაიცვას,” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მსგავსი თემები