“​​არ მგონია, ლუსტრაციის კანონის მიღებას დიდი ეფექტი ჰქონდეს” – გია ჟორჟოლიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი​ მხარს უჭერს “ლუსტრაციის შესახებ კანონის” მიღებას, თუმცა ეეჭვება ამას განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდეს.

​​არ მგონია, ლუსტრაციის კანონის მიღებას დიდი ეფექტი ჰქონდეს, თუმცა მხარს დავუჭერ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც საბჭოთა პერიოდში და მის შემდგომ, საიდუმლო უწყებებში მუშაობდნენ, ან რაიმე ფორმით თანამშრომლობდნენ მასთან, ასევე, ადამიანების მიმართ არასათანადო საქმიანობას ეწეოდნენ, მათ ასეთი უფლებები შეზღუდული ჰქონდეს. ბევრი მათგანი, ალბათ, ცოცხალი აღარ არის”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მთავარში“.

დაპუტატმა, სამხედრო პირების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთების მიზანშეწონილობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ პროცესებში სამხედროების ჩართვა ძალიან სახიფათო და ყველა თვალსაზრისით მიუღებელია.

” პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს გამოიყენოს ის სამხედრო პირები, ვინც არიან ამისთვის მზად და შექმნას ქვეყანაში დესტაბილიზაცია. ძალიან სახიფათოა ამ პროცესებში სამხედროების ჩართვა ყველა თვალსაზრისით მიუღებელია. რაც შეეხება ჰააგის სასამართლოს, მიმდინარეობს საქმის განხილვა და  შესაძლებელია ყველა იყოს დაბარებული, მათ შრის სამხედრო პირიც. თუ ვინმემ რამე დააშავა. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ის, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა ამ ომში დამნაშავე არ არის და ხელისუფლება კი ბევრ პროვოკაციას აჰყვა, ფაქტია. ასევე ფაქტია, რომ აგრესორი რუსეთია”, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

მსგავსი თემები