​სახელმწიფოს და ეკლესიის უმთავრესი ამოცანა საზოგადოების სულიერი გაძლიერებაა – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფოსა და ეკლესიის უპირველეს ამოცანაზე ისაუბრა, რაც მისი აზრით, მდგომარეობს თავისუფლების შენარჩუნებაში, ქვეყნის გამთლიანებაში, საზოგადოების ინტელექტუალურ და სულიერ გაძლიერებაში, რაშიც მნიშვნელოვანია თბილისის სასულიერო აკადემიის როლი.

ირაკლი კობახიძის თქმით, სასულიერო აკადემიის დაარსება ეკლესიისთვის და სრულიად საქართველოსთვის ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა იყო. მან ხაზგასმით აღნიშნა ეკლესიის აღორძინებასა და სახელმწიფოებრიობის აღდგენა-განმტკიცებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წვლილი.

„სასულიერო სემინარია ჩვენი ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებასთან ერთად დაარსდა და რა თქმა უნდა, ეს არ იყო შემთხვევითი მოვლენა. ისტორიულად, ჩვენი ეკლესიის გაძლიერებას ყოველთვის ფეხდაფეხ მისდევდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარება, წინსვლა და უწმინდესისა და უნეტარესის ძალისხმევაც ყოველთვის მიმართული იყო როგორც სამოციქულო ეკლესიის აღორძინებისკენ, ისე  სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის უზრუნველყოფისკენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები