​სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვება ხოლმე – გია ჟორჟოლიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამებს სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვება ხოლმე.

გია ჟორჟოლიანის განმარტებით, ზურაბიშვილის სიტყვების სწორი ინტერპრეტაციაა ის, რომ რუსეთი აგრესორია, მაგრამ 2008 წლის აგვისტოში, ქართული მხარე პროვოკაციებს აჰყვა და არარაციონალურად მოიქცა.

“მახსენდება იმ დროს ერთ-ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა გაიმეორა ფრანგი დიპლომატის სიტყვები, – შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია. ამ კონფლიქტში, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს არ დაწყებულა, საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო გადადგმული არასწორი ნაბიჯი. ხოლო დანარჩენი, რაც შეეხება ფორმულირებებს, არსებობს საერთაშორისო დოკუმენტები, მათ შორის დოკუმენტები, რომლებსაც ჩვენი მთავრობა იზიარებს და მე მათ ყველას ვიზიარებ”, – განაცხადა გია ჟორჟლიანმა დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, 28 ოქტომბრის არჩევნებზე მოსახლეობა სერიოზულად უნდა დაფიქრდეს და ისე მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც არ უნდა იყოს დამოკიდებული საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ გაკეთებულ კონკრეტულ გამონათქვამებზე. მოსახლეობა კარგად იცნობს ამ კანდიდატებს, მათ საქმიანობას, პოლიტიკურ კუთვნილებას თუ პოლიტიკურ პოზიციას და არჩევანიც ამის ხმიედვით უნდა გააკეთონ.

მსგავსი თემები