​პრეზიდენტი სამარცხვინოდ დუმს – ხათუნა ლაგაზიძე მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე

​პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, ახალი კონსტიტუციის თანახმად აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების დაკომპლექტების წესი შეცვალოს, მას უნდა გამოეხატა საკუთარი პოზიცია ლევან მურუსიძის უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით.

ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, პრეზიდენტი სამარცხვინოს დუმს. მისივე თქმით, არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი საკონსტიტუციო ცვლილებაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ძველი უფლებები აღუდგეს.

“გამოსავალი საკონსტიტუციო ცვლილებებია. უნდა შეიცვალოს იუსტიციის საბჭოს, უზენაესი და სააპელაციოს მოსამართლეების დაკომპლექტების წესი. ოღონდ, არა პრეზიდენტისთვის ამ უფლების დაბრუნებით, რომელიც ორი დღეა სამარცხვინოდ დუმს. შესაძლებელია შეიქმნას კომისია პარიტეტულ საწყისებზე – იუსტიციის საბჭოს, ადვოკატების და არასამთავრობოების წარმომადგენლებისგან. საჭიროა საკითხის ძირეული გადააზრება”, – აცხადებს პოლიტოლოგი.

აღსანიშნავია, რომ ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში სავარძელს უვადოდ დაიკავებს. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დაინიშნა. მურუსიძემ ორ გადამწყვეტ კრიტერიუმში 95 და 94% მიიღო. კერძოდ, კეთილსინდისიერების კრიტერიუმში 95%, ხოლო კომპეტენტურობაში 94%. მოსამართლეთა და კერძოდ ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას დაპირისპირება პარლამენტშიც უძღოდა წინ. დეპუტატთა ერთმა ნაწილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას შეურაცხყოფად შეაფასა.

მსგავსი თემები