​კლინიკაში გადაყვანილი ბადრი პატარკაციშვილის დედის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა  

​ცნობილი ბიზნესმენისა და საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილი დედა, ნათელა პატარკაციშვილი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გამოკვლევას ჩაფიძის კლინიკაში უტარებენ. ​ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ის ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც ნათელა პატარკაციშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის დედისთვის მძიმე მოსასმენი იყო პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები, რადგან მას, ისევე, როგორც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის სხვა წევრებს სჯეროდათ “სკოტლანდ იარდის” დასკვნის.

“დავიჯერეთ, რადგან მსოფლიოში მნიშვნელოვანი კომპანია და არ გვქონდა არანაირი უფლება არ დაგვეჯერებინა. თურმე, სწორად მოვიქეცით. ჩვენ მათ დავუჯერეთ, იმდენად, რამდენადაც იქ ლაპარაკია ბავშვების მოტაცებაზე, ოჯახების დაწიოკებაზე, ასევე ლაპარაკია ისეთ პრეპარატებზე და ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც არ უნდა გამოჩნდეს არც შარდში, არც სისხლში და გარდაცვალების შემდეგ ვერავინ უნდა გაიგოს გარდაცვალების მიზეზი. ჩვენი ოჯახის, ბადრის მეუღლის და შვილების ოჯახის უდიდესი თხოვნა და მოთხოვნაა, რომ ეს სასწრაფოდ იქნას გამოძიებული, რისი იმედიც გვაქვს და ძალინ გთხოვთ, ამას ნუ გავხდით საჯილდაო ქვად”, – აცხადებს ნანა პატარკაციშვილი.

მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა 2016 წელს მოპოვებული ჩანაწერები, იმის შესახებ, თუ როგორ იგეგმებოდა კუდ-ის მაღალჩინოსნები მიერ, 2007 წელს, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა.

მსგავსი თემები