„ეს ყველაფერი არის შანტაჟი, მივმართავ ნელის, გაუფრთხილდეს ნერვებს“ – დავით ოქიტაშვილი (ვიდეო)

„საქართველოს კულტურის პალატის“ თავმჯდომარე, დავით ოქიტაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს შანტაჟის მსხვერპლად მიიჩნევს. ოქიტაშვილი აღნიშნავს, რომ ძალადობას ემიჯნება, თუმცა თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დასკვნების გამოტანა მიუღებელია:

„ჩვენ ვთქვით, რომ საერთოდ არ ვიცნობთ ბასილაშვილს, მაგრამ ვხდები, რომ ეს ყველაფერი არის შანტაჟის საბაბი, მე მინდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მინდა ვუსურვო ნელისაც ნერვებს გაუფრთხილდეს და ნიკასაც, რადგან ყველა ნიუსი იწყება თემით – „რა ხდება საქართველოში“, ადამიანი, როდესაც არის მოძალადე სულ არ მაინტერესებს წარმატებული იქნება თუ არა, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს ოჯახური კონფლიქტი არ უნდა გახდეს მთელი ქვეყნის სალაპარაკო.

ნიკამ გადაწყვიტა ყველანაირი დახმარება შეუწყვიტოს მეუღლეს, რადგან ამან გამოიწვია უამრავი ჭორი. მინდა, რომ რაღაცნაირად ეს კონფლიქტი ამოიწუროს, ჩემთვის ეჭვი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ნელიმ უარი თქვა სოციალურ მუშაკთან ერთად წასულიყო ყოფილ მეუღლესთან, აქვე საინტერესოა ის ფაქტიც და სასაცილოც, როცა ადამიანი მოგდევს და ამ დროს თურმე  ვერ ამჩნევ, რომ გიტარით მოგდევს თუ ნაჯახით.

ეს სენსაციაა, როცა ამ გოგომ სოციალურ მუშაკს უთხრა არ წამოხვიდეო, მე მჯერა, რომ ნელი და ნიკა დაზავდებიან, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ,“ – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ოქიტაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩოგბურთის ფედერაციიდან ჯერ კომიტეტს არანაირი წერილი არ მისვლია, ოქიტაშვილის ინფორმაციით ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„მსოფლიო ჩოგბურთის ფედერაციიდან ადგილობრივ ფედერაციას ჯერ არანაირი წერილი არ მიუღია, ისინი დასკვნებს სასამართლოს შემდეგ გააკეთებენ. მე ვიცი და მჯერა, რომ ნიკა ამას არ იზამდა, მე ველაპარაკე ადვოკატს, მე იმ ოჯახში, სადაც დაძაბული ურთიერთობა მაქვს არ მივიდოდი, რადგან ზედმეტი კონფლიქტი არ წამოვიდეს, მით უმეტეს, როცა ამ ოჯახს ადანაშაულებ ძალადობაში იქ მარტო არ უნდა მიდიოდე.

მინდა მივმართო ქალბატონ ნელის ნუ გახდით სასაცილოს ამ ამბავს მთელს მსოფლიოში,“ – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება


მსგავსი თემები