„ბებია და შვილიშვილი, რომლებიც ჩვენთან შემოიყვანეს საბურთალოს ტერიტორიაზე მაცხოვრებლები არიან„ – “მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“

„ამ ეტაპზე მცხეთის სამედიცინო ცენტრში 38 კოვიდინფიცირებული იტარებს მკურნალობას, ორი გვყავს მძიმე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

როგორც ლიკა მუმლაძე აღნიშნავს მათ კლინიკაში მოთავსებული პაციენტების უმრავლესობას საზღვრის კვეთის ისტორია აქვთ. მედიკოსი ახალ შემთხვევაზეც საუბრობს, რომელიც ოჯახს უკავშირდება.

„ძირითადად ჩვენთან არიან საზღვრის კვეთით შემოსული პაციენტები, კერძოდ ლარსის საზღვრიდან, გვყავს მუშევანიდანაც. გვაქვს ახალი შემთხვევა, გუშინ შემოვიდა 20 წლის მამაკაცი, მისი ბებია ჩვენთან მკურნალობს, ქალბატონი 14 – ში მოთავსდა „მცხეთის სამედიცინო ცენტრში,“ შვილიშვილი კი გუშინ. ქალბატონი არის მძიმე და იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ის არის 79 წლის და მისი მდგომარეობა კრიტიკულია, ახალგაზრდის მდგომარეობა არის სტაბილური, დაწვრილებითი ინფორმაცია მათ კონტაქტებზე არ გვაქვს, ეს ადამიანები არიან საბურთალოს ტერიტორიაზე მაცხოვრებლები, მათი ოჯახის წევრები არიან მეთვალყურეობის ქვეშ,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

ლიკა მუმლაძის ინფორმაციით მცხეთის სამედიცინო ცენტრში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

„მკურნალობენ მძღოლებიც, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ გადაკვეთეს საზღვარი და ახლა მკურნალობენ ჩვენთან, გუშინ და დღეს კიდევ დაგვემატა პაციენტები, 38 გვაქვს დადასტურებული შემთხვევა და ველოდებით რამდენიმე ადამიანის გამოჯანმრთელებას, ჯამში გავატარეთ 70 პაციენტი, ამ ეტაპზე 38 იტარებს მკურნალობას,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები