„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ავთანდილ ბილანაშვილს არ იცნობენ“ – შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი „ნახალოვკელების“ ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში (ვიდეო)

„მედიაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები რაიმე შემხებლობაში არიან ავთანდილ ბილანაშვილთან, რაც სიცრუეა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი სამი „ნახალოვკელის“ ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ განაცხადა.

ღურწკაია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყველა პირი სრულწლოვანია და ავთანდილ ბილანაშვილს არ იცნობენ.

„არავისი დავალებით ისინი არ წასულან საგურამოს მიმართულებით,  ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ავთანდილ ბილანიშვილთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ, მათ აუღეს ბიოლოგიური მასალა და გადაიგზავნა ექსპერტიზაზე, მხოლოდ იმის გამო, რომ კითხვები არ დარჩეს გამოძიებას. ის მანქანები, რომლებიც ამოღებულია, ვიდრე ჩემები გადაადგილდებოდნენ მაშინ ფიქსირდებიან შემტხვევის ადგილე. გამოძიება ამ სამ პირს არაფერს არ ედავება,” – განაცხადა ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში”

კითხვაზე, რა კითხვები დაუსვა გამოძიებამ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს? ადვოკატმა ასე უპასუხა: „თქვენ, ვინაიდან გადაადგილდებოდით იქ რაიმე სახის ინფორმაცია ხომ არ გაქვთ?“ – ეს იყო მთავარი კითხვა. სადაც ჩემები იყვნენ და სადაც ფაქტი მოხდა, საკმაოდ შორია ერთმანეთისგან. ეს პირები შეხლა-შემოხლას არ შესწრებიან, სამივე არის სრულწლოვანი და ასევე, არანაირი ხელკეტები მათ ავტომობილებში არ იყო“ – განაცხადა ღურწკაიამ „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდაბმულისმითითება


მსგავსი თემები