„საფრთხე რეალურია, გავრცელების რისკი გაიზარდა, უნდა დაისაჯოს, ვინც დანაშაული ჩაიდინა და ვირუსი გაავრცელა“ – მირიან წიკლაური „კორონავირუსზე“(ვიდეო)

„შემოაღწია კორონავირუსმა ჩვენთან, თუ თავიდან ხდებოდა ლოკალიზება დღეს უკვე გავრცელების საფრთხე გაიზარდა, რადგან შემოაღწიეს პირებმა ვინც დამალეს და დანაშაული ჩაიდინეს ქვეყნის წინაშე“- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა.

მირიან წიკლაური გაზრდილ რისკებზე საუბრობს და თვლის, რომ ადამიანებმა ვინც ინფექცია დამალეს დანაშაული ჩაიდინეს. მისვე აზრით შედეგების პროგნოზირება ამ ეტაპზე რთულია ვირუსის მაღალი გადადების უნარიანობიდან გამომდინარე.

„საფრთხე რეალურია, გავრცელების რისკი გაიზარდა, უნდა დაისაჯოს, ვინც დანაშაული ჩაიდინა და ვირუსი გაავრცელა და უპასუხისმგებლოდ მოიქცა.  ღმერთმა იცის ეს რა შედეგებს მოგვიტანს, ვერ გეტყვით, რომ ეს ვირუსი სიკვდლიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, მაგრამ გადადება არის ძალიან სწრაფი. მე იმედი მაქვს რომ სწრაფად მოახერხებს დაავადების კონტროლის ცენტრი იმ პირების გამოვლენას ვისაც მათთან შეხება ჰქონდა და აღარ გაიზრდება ეს წრე.“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები