„500 მილიონიანი დახმარება ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის საიმედო პარტნირია” – სიმონ ნოზაძე

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე კუბილიუსის განცხადებას ეხმაურება. ნოზაძე თვლის, რომ საქართველო დაპირებულ დახმარებას მიიღებს. დეპუტატი “მედიაცენტრ მთავარში”, იმ დოკუმენტზე საუბრობს, რაც 8 მარტის შეთანხმების შემდეგ შეიქმნა:

„ჩვენთვის სულერთი არაა ჩვენი მეგობრების პოზიცია, 500 მილიონიანი დახმარება ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის საიმედო პარტნირია, ის რომ საქართველოს ეხმარება ცივილიზებული მსოფლიო, ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველო მათი საიმედო პარტნიორია, ასევე ეპიდემიასთან ბრძოლაში ვაჩვენეთ საუკეთესო შედეგი. მე მომეწონა ის, რომ ხელისუფლებამ შეძლო საკუთარი ძალებით გამკლავება.

კუბილიუსის განცხადებას, რაც შეეხება დახმარებაზე, ეს დახმარება აუცილებლად იქნება. ახლა კი დოკუმენტი, რომელიც სადაო საგანი გახდა გავყოთ ორ ნაწილად, ერთი არის პრაქტიკული ნაწილი და მეორე სულისკვეთება, იქ ლაპარაკია, რომ მიესალმებიან მართლმსაჯულების დახვეწისკენ სწრაფვას, ესე იგი ეს სწრაფვა არის, და მიესალმებიან, აქ ლაპარაკია, რომ პოლიტიზირება არ მოხდეს სასამართლო პროცესების და მომავალში მსგავსი ქმედებები არ უნდა იყოს მოსალოდნელი.

საუბარია ასევე, იმაზე, რომ სასამართლო და საარჩევნო პროცესების პოლიტიზირება არ უნდა ხდებოდეს და მართლმსაჯულებაში არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკა, რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა უნდა უთხრას სასამართლოს გამოუშვი ეს კაციო?ეს არის სულისკვეთება და ოპოზიციის ზოგიერთი მათი მოკავშირე პარტიები შეცდომაში არიან შეყვანილები,“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია  წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები