კორონავირუსს მსოფლიოში 4 983 ადამიანი ემსხვერპლა, 134 769 დაინფიცირდა, 70 387 კი გამოჯანმრთელდა

ამ დროსითვის არსებული მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოში 4 983 ადამიანი ემსხვერპლა, 134 769 დაინფიცირდა, 70 387 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კორონავირუსი მსოფლიოს 127 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.

კორონავირუსით დაინფიცირებისა და დაღუპვის უმეტესი შემთხვევები ჩინეთშია დადასტურებული. ბოლო მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში 3177 ემსხვერპლა, 64 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში ვირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, სადაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 1016-მდე გაიზარდა.

მსგავსი თემები