„დამოუკიდებელი დეპუტატები“ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მხარს ერთი პირობით დაუჭერენ“ – მარიამ ჯაში (ვიდეო)

პოლიტიკური ჩრდილით მიმდინარე დაპატიმრებების თემაში ჩვენი ფრაქცია არასოდეს ჩარეულა, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.ჯაში „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სახელით აცხადებს, რომ მათი ფრაქციის მთავარი მოთხოვნა სავალდებულო არჩევნებია.

„ჩვენი ფრაქციის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს განხილვის თემა გამხდარიყო სავალდებულო არჩევნების საკითხი, წელს სავარაუდო იყო, რომ ეს ვერ მოსწრებულიყო.

პოლიტიკური ჩრდილით მიმდინარე დაპატიმრებების თემაში ჩვენი ფრაქცია არასოდეს ჩარეული, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებას, თუ სავალდებულო არჩევნების თემა იქნება განხილული. ყევლაზე დიდი რისკი „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება ხალხისთვის და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობის არ შესრულება.

 ჩვენი ფრაქციის უმრავლესობა, ასევე „ქართული ოცნების“ და „პატრიოტთა ალიანსი“ მზადაა მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებას,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია  წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები