„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტს უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისიის გამოგზავნას სთავაზობს

„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტს სთავაზობს, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.

„მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წევრი ევროპარლამენტარებისთვის უგულავას საქმეზე ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, ჩვენ შევთავაზეთ მათ საქართველოში ევროპარლამენტის მისიის გაგზავნა, სისხლის სამართლის საქმის არსისა და პროცედურული მხარის შესასწავლად და შესაფასებლად, სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“, – წერს “ტვიტერში” „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელიც პარტიის აღმასრულებელ მდივან, დეპუტატ ირაკლი კობახიძესთან ერთად სტრასბურგში იმყოფება.

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავენ.

მსგავსი თემები