ქართველმა ხელოვანმა, 120 000 დოლარად შეფასებული კედელზე მიკრული ბანანი შეჭამა (ვიდეო)

მაიამიში, არტ ბაზელის გამოფენაზე, 120 ათას დოლარად გაყიდული მაურიციო კატელანის კედელზე მიკრული ბანანი, ქართველმა ხელოვანმა, დავით დათუნამ შეჭამა.

“ჩვეულებრივზე მეტად გემრიელი იყო. მე შემიძლია ვჭამო ბანანი და ბანანის კონცეფცია – იმიტომ, რომ მე ვარ მხატვარი და არა ჩვეულებრივი ადამიანი”, – განაცხადა დეივიდ დათუნამ.

გალერიის წარმომადგენლის განცხადებით, დავით დათუნას ხელოვნების ნიმუში არ გაუნადგურებია, ვინაიდან „ბანანი არის იდეა“.

მსგავსი თემები