„პირველ იანვრამდე შესაძლოა აღარ იყოს პანდემია, მაგრამ შეზღუდვების შენარჩუნება საჭიროა“ – ნუკრი ქანთარია „მედიაცენტრ მთავარში”

მივეჩვიეთ, რომ რაღაც იმუნიტეტი გვაქვს, ყოველ დღე 2 – 3 შემთხვევა და გარდაცვლილთა რიცხვი აღარ მატულობს 15 – ის ზემოთ, ამას შენარჩუნება უნდა,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

პარლამენტის წევრი შეზღუდვებზე საუბრობს და საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ეპიდემიოლოგიური კუთხით პარალელს ავლებს, ნუკრი ქანთარია თვლის, რომ ყურადღების მოდუნება დღემდე შენარჩუნებულ სტაბილურ სიტუაციას შეცვლის.

„ჩვენ ვხედავთ რა მდგომარეობაა ჩვენს გარშემო, მოცემულ სიტუაციაში ყველაზე კარგად ჩვენ გამოვიყურებით, ამ ყველაფერმა გაამართლა. ზედმეტი სიფრთხილე, როგორც ვხედავთ არის აუცილებელი, ეს შეიძლება 1 იანვრამდე არ გაგრძელდეს, მაგრამ ამ ეტაპზე უნდა შენარჩუნდეს გარკვეული შეზღუდვები. ეს ფაზა უნდა შევინარჩუნოთ, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ საზღვრები იხსნება მეტი სიფრთხილე გვმართებს.

რაღაც მივეჩვიეთ, რომ იმუნიტეტი გვაქვს და ჩვენ არ შეგვეხება ეს ამბავი, რადგან გარდაცვლილთა რიცხვი აღარ მატულობს და არის 15, შემთხვევები კი  გვაქვს ყოველდღიურად 2 – 3 , ეს ასე არაა არ უნდა მოვდუნდეთ.“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები