ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ჩინეთში ექსპერტებს გზავნის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში ექსპერტებს გზავნის. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს ექიმი ბრიუს ეილვარდი ხელმძღვანელობს.

ექსპერტები ჩინელ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და ადგილზე გაეცნობიან არსებულ მდგომარეობას. ექსპერტების ინფორმაციით, ისინი არა მხოლოდ ვირუსით მახასიათებლებს შეისწვალიან, არამედ გამოიკვლევენ თუ რამდენად მწვავე მდგომარეობაა ქვეყანაში.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მაშტაბით კორონავირუსის 37 000 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსი 28 ქვეყანაში დაფიქსირდა. ყველაზე მეტი შემთხვევა აზიის ქვეყნებში ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 813 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი თემები