“ბექა კვიციანს ჯანმრთელობის მხრივ რთული ვითარება აქვს” – ადვოკატი

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატის თქმით, ბექა კვიციანს ჯანმრთელობის მხრივ რთული ვითარება აქვს, მას ფსიქიკური არამდგრადობა აღენიშნება.

ადვოკატის თქმით, ბექა კვიციანი დანაშაულს არ აღიარებს.

“მე გუშინ შევხვდი ბრალდებულს. ის ნაკლებად კონტაქტურია და არ მომეცა შესაძლებლობა გავცნობოდი საქმის ვითარებას. ერთადერთი თქვა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. იგი არაფერ შუაში არ არის, ამას ამბობს. თუმცა, ის მდგომარეობა რაც მას აქვს, არ აძლევს საშუალებას, რომ ეს საკითხი განავრცოს. ჯანმრთელობის მხრივ რთული ვითარება აქვს. ფსიქიკური არამდგრადობა აღენიშნება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შუამდგმლობა მალე იქნება კანონიერ ვადაში დაკმაყოფილებული და მალე დაინიშნება სათანადო ექსპერტიზა”, – განაცხადა ადვოკატმა შოთა მანელიძემ.

დაკავებული ბექა კვიციანისთვის ბრალის წარდგენა ამ წუთებში მიმდინარეობს

შეგახსენებთ, ბექა კვიციანს განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. მოკლულ ნოდარ ცხადაძეს 14 ნატყვიარი ჰქონდა. მისი მეგობარი და ბავშვის ნათლია ბექა კვიციანი საქმეზე ამ დრომდე ერთადერთი დაკავებულია.

https://mcm.ge/ნოდარ-ცხადაძის-მკვლელობი/

მსგავსი თემები