ცნობილია, რა რაოდენობის შემოწირულობა მიიღო “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოქტომბერში

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოქტომბერში 200 ათასი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი, 150 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

მმართველი პარტიის შემომწირველთა შორის სამი კომპანიაა – შპს „თეზი“ (50 ათასი ლარი), „გ ენდ კ ტექნოლოგი“ (40 ათასი ლარი) და შპს „ბილდი“ (60 ათასი ლარი).

ოპოზიციურ პარტიას კი, თანხა მხოლოდ ფიზიკურმა პირებმა ჩაურიცხეს.

შემომწირველთა შორის რამდენიმე დეპუტატია – რომან გოცირიძე (3 ათასი ლარი), სალომე სამადაშვილი (3 ათასი ლარი), მამუკა ჩიქოვანი (10 ათასი ლარი); საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი (9999 ლარი), ასევე განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინისტრი დიმიტრი შაშკინი (20 ათასი ლარი).

მსგავსი თემები