„ქართული ოცნების” ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს” 3 წევრი დააკავეს

ცოტახნის წინ, “ქართული ოცნების” ოფისთან პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულია მოძრაობა “შეცვალეს” სამი წევრი – ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთო შენგელია. მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა “ქართული ოცნების” ოფისი დატოვეს. მოძრაობა “შეცვალეს”  აქტივისტები დიპლომატებს მოუწოდებდნენ, განეხორციელებინათ ზეწოლა ივანიშვილზე, რათა ვადამდელი პროპორციული არჩევნები ჩატარდეს.

https://mcm.ge/პროტესტანტები-ნაგვის-ურ/

მსგავსი თემები