“საქართველოს 6 წლის განმავლობაში ეყოლება ღირსეული და ობიექტური პროკურორი” – მამუკა მდინარაძე

უმრავლესობა ფიქრობს, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დაბრუნება სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. მათივე თქმით, შოთაძის ღირსეულმა ქმედებებმა უმრავლესობას მისცა შესაძლებლობა, მხარი დაეჭირათ ირაკლი შოთაძის კანდიდატურისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს შოთაძის სახით ეყოლება ღირსეული პროკურორი.

“როგორც კი კითხვები გაჩნდა პროკურატურასთან დაკავშირებით მაშინვე დატოვა შოთაძემ თანამდებობა. ეს კიდევ დამატებითი მოტივაციაა ნებისმიერი წევრისათვის უმრავლესობაში, რომ მისთვის დღეს მხარი დაეჭირათ. საქართველოს 6 წლის განმავლობაში ეყოლება ღირსეული და ობიექტური პროკურორი,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით პარლამენტის 82 წევრის მხარდაჭერით დაამტკიცეს.

https://mcm.ge/საქართველოს-გენერალური-პ/

მსგავსი თემები