“სალომეს ვიღაც მტერი ჰყავს” – ია მეტრეველი

“როგორ დავიჯერო, რომ სალომემ, ბატონი გოგი ოთხმეზურის შვილის მკვლელი, შეგნებულად შეიწყალა”, – ასე გამოეხმაურა კორტებთან ჩაცხრილული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეწყალების ამბავს.

“ვაიმე, ეს როგორ მოხდა, ოთხმეზურის მკვლელი როგორ შეიწყალეს. რაღაც მგონია, რომ სალომეს, ვიღაც მტერი ჰყავს შიგნით და შეცდომაში შეიყვანა. როგორ დავიჯერო, რომ სალომემ, ბატონი გოგი ოთხმეზურის შვილის მკვლელი, შეგნებულად შეიწყალა. ძალიან განვიცდი ამ ამბავს”, – წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, შეიწყალა. დავით ოთხმეზური თბილისში, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს.

მსგავსი თემები