ოკუპირებულ აფხაზეთში 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა – მას კორონავირუსზე ტესტი უკვე აუღეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას კორონავირუსზე ტესტი აუღეს, რომლის პასუხიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. შტაბის ინფორმაციით, მოზარდს აღენიშნებოდა ქრონიკული დაავადებები და გარკვეული დროის მანძილზე მძიმედ ავადობდა.

“პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, პოლიორგანული უკმარისობით. ის მოათავსეს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც მიუხედავად გადაუდებელი თერაპიისა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, – ნათქვამია კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები