“ქართული ოცნების” დეპუტატს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ

სიღნაღის საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატს ძალადობაში ადანაშაულებენ. ინციდენტი დღეს ბორბისხევის ბაზართან მოხდა, სადაც ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობა” აქციას მართავდა სახელწოდებით “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები”.

როგორც ელისაშვილის თანაგუნდელი ნინო გოგოლაშვილი აცხადებს, საკრებულოს დეპუტატმა ილია ბაიდოშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ბანერი დაუხია.

შსს-ში აცხადებენ, რომ დღეს, წნორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ შესწავლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

მსგავსი თემები