„კონგრესის გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის დამოუკიდებელი“ – ნაზი ჯანეზაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ამერიკის კონგრესის მთავარი გზავნილი სასამართლო სისტემის არა ეფექტურობას ეხება, კონგრესმა 9 ივნისს უკვე მიიღო ეს კანონპროექტი, რაც გამოიწვევს იმას, რომ ამერიკის დახმარების 15% შეუმცირდება საქართველოს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშილმა განაცხადა.

ჯანეზაშვილი აშშ -ს კონგრესის მიერ გამოქვეყნებულ სანქციების კანონპროექტს ეხმაურება და თვლის, რომ ქვეყანაში სასამართლო კლანებით იმართება, რაც მისივე მოსაზრებით სანქციის მიზეზი გახდა.

კონგრესის კანონპროექტში, რომლის მიხედვითაც საქართველოს 15% – იანი დახმარება შეუმცირდება  მეორე საკითხად დასახელებულია სასამართლო სისტემა, თუ რამდენად ეფექტიანად ართმევს თავს ქვეყანა სასამართლო რეფორმას, ცხადია ამ პროექტით უარყოფითად ფასდება სასამართლოს დამოუკიდებლობა და ძალიან ცუდია, რომ კლანი ასე აზარალებს ქვეყანა.

ეს ყველაფერი ნიშანია იმის , თუ როგორია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი, აქედან გამომდინარე ცხადია სასამართლო არაა დამოუკიდებელი ქვეყანაში და მართავენ კლანები, სასამართლო სისტემა არაა შპს და ეს პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს მიხელ ჩინჩალაძის კლანმა, ამ სისტემას მართავს ნეპოტიზმი, სასამართლოში ვისაც უნდა მოიყვანენ და დაასაქმებენ.“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსნებთ, რომ შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტის გადაწყვეტილებით,, საქართველო 2021 წელს დახმარების სახით 132 მილიონ ზე მეტ დოლარს მიიღებს, დახმარების 15% კი შესაძლოა იქამდე შეჩერდეს, სანამ შტატების სახელმწიფო მდივანი კომიტეტს არ წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, მათ შორის უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვის კუთხით.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები