კოვიდინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

“კოვიდინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის კოვიდცენტრებში 106 ინფიცირებული მკურნალობს.

„მათგან ერთი ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდა. მისი მდგომარეობა არაა მძიმე. ჩატარებული კვლელევით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება. აქამდე გვყავდა 23 პაციენტი და გაგვიხდა 24 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ ჩვენთან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ის, ალბათ, დღეს დატოვებს ჩვენს ცენტრს. ჩვენთან მყოფი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია: ძირითადად, საშუალო სიმძიმისა და მათზე მსუბუქი პაციენტები გვყავს“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები