კახელმა კაკო პაპამ 1 500 ტიტა მედპერსონალს გამოუგზავნა (ფოტოები)

კახეთში, სოფელ კოლაგში მცხოვრებმა 63 წლის კაკო ჯეირანაშვილმა, 1 500 ტიტა იმ კლინიკების მედპერსონალს გამოუგზავნა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ. 

“1500 ცალი ტიტა კაკო პაპას ბაღიდან ჩვენს ექიმებს რიგითი მოქალაქეებისაგან მადლიერების ნიშნად. Kristine Lortkipanidze დიდი მადლობა იდეისთვის და ორგანიზებისთვის, და ყველა შენს მეგობარს მადლობა, რომელსაც არ ვიცნობ და შენმა იდეამ გაგვაერათიანა.

ტიტები ინფექციურის, რესპუბლიკურის, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას და ბოჭორიშვილის ექიმებს”, – წერს სოციალურ ქსელში ქეთევან ლორთქიფანიძე.

კაკო ჯეირანაშვილი სულ მცირე 2000-მდე ლარის შემოსავალს წელსაც ელოდა, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტიტა ვერ გაყიდა. კაკო პაპას დახმარების სურვილი ბევრ ადამიანს გაუჩნდა, ამიტომაც მას 5 000 ლარი შეუგროვეს.

მსგავსი თემები