დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს ბავშვების გეგმური იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი მოსახლეობას ბავშვებისთვის გეგმური იმუნიზაციის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

„COVID ინფექცია არ უნდა იქცეს სხვა დანარჩენი, ვაქცინით მართვადი ინფექციის რისკების გაზრდის შესაძლებლობად. არ დაგავიწყდეთ, თუ თქვენ შვილებს ესაჭიროებათ იმუნიზაცია, აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებს. ქვეყანაში გეგმიური იმუნიზაციისათვის ვაქცინების მარაგი არსებობს. აცერით და დაიცავით“,-განაცხადა ზახაშვილმა.

„აუცილებელია, რომ ბავშვები მაინც მივიყვანოთ ექიმებთან, ოღონდ წინასწარი შეთანხმებით და აუცილებლად ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს ის აცრა, რომელიც ეკუთვნის, რათა დაცულები ვიყოთ. მადლობა იმ 150 000 ადამიანს, ვინც შარშან წითელას საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. ამის შედეგად, წელს წითელას 12 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს მხოლოდ. წელს ვინც კიდევ მოვა, მომავალ ამ დროს წითელა ნული გვექნება და ვიტყვით, რომ წითელას სრული აღმოფხვრისკენ მივდივართ. მანამდე იმედია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, წამალი გამოჩნდება და მსოფლიო და ჩვენც მათთან ერთად, დავამარცხებთ COVID-ს“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები