გიორგი ახვლედიანი პოლიტიკას ეთიშება და პარტიას ტოვებს. რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი – ახვლედიანი „მედიაცენტ მთავრში“

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ერთ – ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პოლიტიკიდან მიდის. მისი განცხადებით, მიზეზი „ტვ პირველის“ მიერ გავცელებული ცილისწამებაა, სადაც ის „ქართული ოცნების“ სპიკერად მოიხსენიეს:

„ტვ პირველზე“ გავიდა გადაცემა, სადაც გაჟღერდა, რომ მე ვარ „ქართული ოცნების“ გარე ექსპერტი. მაბრალებ იმას, რომ „ქართული ოცნების“ სპიკერი ვარ, სადმე ხომ უნდა დაფიქსირებულიყო ჩემი აქტივობა მათ სასარგებლოდ. არ შეიძლება დაჯდე, გამოიგონო რაღაც ამბავი და ის მიაწოდო შემდეგ საზოგადოებას. მე მიკვირს ჩემი მეგობრების, რომლებიც ამ ტელევიზიაში მუშაობენ, ვერ ვხდები ამას ასწავლიან თავის ჟურნალისტებს, რომ თუ არაფერი არ ხდება გამოიგონონ ამბავი, ასეთი რამ დაუშვებელია. ჟურნალისტიკას და ეთიკას თავი, რომ დავანებოთ ტყუილს, რომ იგონებ ისეთი მაინც გამოიგონონ, რომ რეალობასთან სადღაც ახლოს იდგეს, სად ნახეს მე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ“ მესპიკერა, მითუმეტეს მე არ ვარ ადამიანი, არ დავდიოდე ეთერებში.

რამდენიმე თვე რჩება არჩევნებამდე და ამ სიბინძურის ტირაჟირების დროს ყველას შეუძლია ბრალდების სახით წამოაძახონ ეს პოლიტიკურ  ორგანიზაციას, ამ მდგომარეობაში პარტიის ჩაყენება მე ვთვლი, რომ არის დაუშვებელი, მუდმივად ამ ყველაფრის უარყოფის რეჟიმში ჩადგეს პოლიტიკური ორგანიზაცია ჩემთვის მიუღებელია, ამიტომ  მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ ვითარებაში მე  ვტოვებ „ერთიან საქართველო – დემოკრატიულ მოძრაობას“, რადგან ძირითადი დარტყმის ობიექტი არის ეს ორგანიზაცია და ამ სიბინძურესთან ბრძოლას ჩემი ძალებით გავაგრძელებ,“ – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები