ბიჭს, რომელიც გზებზე ყოჩივარდებს ყიდის, „გურული დღიურების ფონდი” დაეხმარება

ბიჭს, რომელიც გზებზე ყოჩივარდებს ყიდის, დღეიდან „გურული დღიურების ფონდი“ დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამ ბიჭს, გზებზე რომ ყოჩივარდებს ყიდის კორტანეთში და რაღაც ხნის წინ ფოტოც გადავუღე და გიჩვენეთ, ბევრი ვესაუბრე. გონიერი და მშრომელი მოსწავლეა კორტანეთიდან, უაღრესად ზრდილობიანი და შეგნებული. მისი ცხოვრების სირთულეებზე არ მოგიყვებით – დღეს აქვს, ხვალ დაძლევს. და დაძლევაში რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც დავეხმაროთ, მას ჩვენი საგანმანათლებლო „გურული დღიურების ფონდი” დაეხმარება. დღეიდან ის ჩვენი სტიპენდიანტია“, – წერს გიორგი კეკელიძე.

მსგავსი თემები