სტუდენტები თდასუ-სთვის ავტორიზაციის გაუქმებას აპროტესტებენ

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გუქმებას აპროტესტებს. ისინი ხელმძღვანელის გადადგომასაც მოითხოვენ.

ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნით, მათ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათი განმარტებით, უნივერსიტეტს აკრედიტაცია 2021 წლამდე ჰქონდა, თუმცა მონიტორინგის ჯგუფის შემოსვლის შემდეგ, მათ ავტორიზაცია გაუუქმდათ.

სტუდენტები ინტერსთა კონფლიქტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მონიტორინგის ჯგუფი კონკურენტი უნივერსიტეტების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. ისინი აცხადებენ, რომ მობილობით სხვა უნივერსიტეტში გადასვლა არ სურთ.

თავად ცენტრში კი განამარტავენ, რომ უნივერისტეტს საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს, მეორეს მხრივ კი ცენტრი ვალდებულია, სტუდენტებს მობილობა შესთავაზონ.

თამარ მახარაშვილის განმარტებით, თდასუს სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება, რასაც სტუდენტთა დიდი ნაწილი ეთანხმება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  ავტორიზაციის საბჭომ თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება 2019 წლის 20 დეკემბერს მიიღო, რომელიც 2020 წლის 15 თებერვლიდან შევა ძალაში.

მსგავსი თემები