სასულიერო პირების დაშვება დავით-გარეჯში – პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში სასულიერო პირების დაშვებას გამოეხმაურა. 

სალომე ზურაბიშვილი მიესალმება შედეგს, რომელიც პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტს მოჰყვა. 

“ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისა და ისტორიის გათვალისწინებით, ქართული საზოგადოებისათვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებული ეკლესიების გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია გარეჯის კომპლექსისა და მთლიანად საზღვრის დაზუსტების საკითხების მოსაგვარებლად. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, აუცილებლად მოიძებნება ორი მეგობარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები”,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 11 ოქტომბრიდან დავით-გარეჯში არსებული ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის გაიხსნება.

მსგავსი თემები