საბერძნეთის ერთ-ერთი კუნძულიდან, ძლიერი ხანძრის გამო, ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ძლიერი ხანძრის გამო, სანაპიროებიდან და სასტუმროებიდან ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე სულ ხანძრის ათობით კერაა დაფიქსირებული. მათ შორის, ხანძარი მძინვარებს პელოპონესის რეგიონსა და კუნძულ კრეტაზე. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 700-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს. 

​პელოპონესში ცეცხლის განზრახ გაჩენის გამო პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.

მსგავსი თემები