პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

მთავრობის შემადგენლობა ასეთია:

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი

მაია ცქიტიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

ნათელა თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი

ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი

მიხეილ ბატიაშვილი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი

ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

ეკატერინე ტიკარაძე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის მინისტრი

თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი

ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“

მსგავსი თემები