პარლამენტთან, “სირცხვილიას” აქციას მამუკა ხაზარაძე შეუერთდა

პარლამენტთან, მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ ორგანიზებულ აქციაზე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძეც იმყოფება.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, სწორედ 20 ივნისის მოვლენებმა მიაღებინა მას გადაწყვეტილება, გამოსულიყო ამ აქციაზე.

„ამ არაჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა გამოგვაფხიზლეს, შემოჰკრეს ის ზარი, რომელსაც თავისუფლების ზარი ჰქვია – მე პირადად და ყველა ჩვენგანი კიდევ ერთხელ მივხვდით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ყოველდღიური და ეს თუ არ გაგრძელდა, ჩვენი ქვეყანა ბედნიერი ვერ იქნება. თავისუფლების გარეშე არ არსებობს ბედნიერება, არ არსებობს წარმატებულის საქმე, ერთიანობა, ეს არის ყველაზე მთავარი ღირებულება და 20 ივნისი იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ გამოვსულიყავი და შევერთებოდი ამ არაჩვეულებრივ ხალხს,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი თემები