„თქვენი ევროპული საქართველო = თქვენი საბჭოთა საქართველო“ – აქცია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან

ევროპული საქართველოს ოფისთან ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ისინი ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის  გუშინდელ ქმედებას აპროტესტებენ, როცა სხდომათა დარბაზში  საბჭოთა კავშირის ჰიმნი ააჟღერეს და ითხოვენ, ირმა ნადირაშვილმა და ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო მანდატები დატოვონ.

„დატოვონ საპარლამენტო მანდატი…“  „თქვენი ევროპული საქართველო = თქვენი საბჭოთა საქართველო“ – ახალგაზრდებს ეს და სხვა პლაკატები აქვთ გამოფენილი პროტესტის ადგილას.

აქციის მონაწილეთა რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. “დატოვე ხოშტარია პარლამენტი” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ამ წუთებში, ადგილზე სამართალდამცველებიც გამოჩდნენ.

მსგავსი თემები