“ერთი კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და ნახავთ, როგორ დავამთავრებ “ნაცმოძრაობას” – ინაშვილი გახარიას

“სიტყვებად არ უნდა დარჩეს „მე თქვენ დაგამთავრებთ“, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ ან ერთი კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და ნახავთ, როგორ დავამთავრებ”, – ასე მიმართა “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას.

ინაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „ნაციონალურ მოძრაობასთამ“ კოჰაბიტაცია ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა. მისი თქმით, ამის გამო მოსახლეობა გაბრაზებულია.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენის საკითხი და ეს ე.წ. კოჰაბიტაცია, რომელიც თქვენმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, რამაც უკან დახია ჩვენი ქვეყანადა ძალიან გააბრაზა ქართველი ხალხი. დღეს ქართველი ხალხი თქვენზე არის ძალიან, ძალიან გაბრაზებული, მაგრამ მე ვისაუბრებ ამ თემებზე მოგვიანებით, ჩემი კოლეგების გამოსვლების შემდეგ.~

ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიტყვების ფორმატში არ უნდა დარჩეს, „მე თქვენ დაგასრულებთ“, „მე თქვენ დაგამთავრებთ“ და ასე შემდეგ. ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ და დამთავრებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ან მე გთავაზობთ, ერთი კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ და როგორ ამოვიღებ, დამალულ მტკიცებულებებსა და 56 000 მოწმეს როგორ დავაბრუნებ პროკურატურაში, ჩვენებები რომ აქვს მიცემული, ამას ყველა ერთად ნახავს.

ეს არის ჩემი ღია საჯარო შემოთავაზება და მერე ისევ დავბრუნდები პარტიაში გენერალურ მდივნად, არ არის პრობლემა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტში ფრაქციების ფორმატში მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრები დღესაც გრძელდება. ამ დროისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა ფრაქცია  „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან იმართება.

მსგავსი თემები