ასლან ბეჟანიძე ევროპის სასამართლოს მიმართავს და გამართლებას ითხოვს – ხმაურიანი შეწყალების საქმე „მედიაცენტრ მთავარში“

დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის შეწყალებული პირი დავას ევროპის სასამართლოში აგრძელებს და სრულ გამართლებას ითხოვს. ევროსასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

როგორც ადვოკატი გიორგი ჩომახაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობა არ ჩაუდენია და საქმეში ცრუ მოწმეების არსებობას ევროპის სასამართლოს დაადასტურებს.

„გამამტყუნებელი განაჩენიდან 1 თვეში, ჩვენ მოვამზადეთ ყველა მტკიცებულება და მივმართეთ ევროპულ სასამართლოს. უზენაესი სასამართლოს  განაჩენამდეც გვქონდა ინფორმაცია, რომ ის აპირებდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას და ევროპის სასამართლოსთვის წინასწარვე მოვემზადეთ. ჩვენთვის შეწყალება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც სრულიად უდანაშაულო ადამიანი იხდიდა სასჯელს. შესაბამისად მასალები  წარვადგინეთ ევროპის სასამართლოში“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“

დაცვის მხარის ინფორმაციით, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქართულმა სასამართლომ საქმე ხელახლა უნდა დაიწყოს.

„ვითხოვთ კონვნციის მეექვსე მუხლის დარღევის აღიარებას, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ თუ სასამართლომ დაადგინა დარღვევა, ეროვნულ, ჩვენ სასამართლოში ხელახლა დაიწყება საქმის განხილვა, რომ ასლან ბეჟანიძე უდანაშაულო. ევროსასამართლომ ჩვენი სარჩელი მიიღო, თუმცა ვადებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, საკმაოდ დიდი ვადა სჭირდება სქმის დაწყებას. ველოდებით ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ შევიტანოთ სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლოში და დაიწყოს საქმის ხელახლა განხილვა. სახეზეა, რომ  მოწმეები აძლევენ ცრუ ჩვენებებს. მაგალითად, ერთ-ერთი ცრუ მოწმე აცხადებს, რომ ხედავდა როგორ კლავდნენ ოთხმეზურს,  ნახა როგორ ეგდო ის ძირს.  კითხვაზე, რატომ არ მივიდა მასთან, უპასუხა, რომ შეყვარებულთან ეჩქარებოდა. მსგავსი არაერთი  ცრუ მოწმეა საქმეში“ – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“    

https://mcm.ge/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9f%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%ab%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4/

მსგავსი თემები