ახალი სასწავლო წლიდან, პირველკლასელები საჩუქრად განახლებულ და გაძლიერებულ „ნეთბუქებს“ მიიღებენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელი საჩუქრად განახლებულ და გაძლიერებულ „ნეთბუქს“ მიიღებს, რაც მათ სწავლა-სწავლების პროცესში საინფორმაციო და ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება.

“სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაეძლიერებინა ძველი „ბუქები“, რომლებიც რეფორმით დაანონსებული სწავლების სტანდარტებს ვეღარ პასუხობდა. ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ასევე განახლებული პროგრამებით აღჭურვილი კომპიუტერებით ისწავლიან“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, კომპიუტერები აღჭურვილი იქნება „მაიკროსოფტ 365-ის“ ლიცენზირებული პროგრამებით. ასევე გაორმაგდა მყარი დისკისა და ოპერატიული მეხსიერების მოცულობა, რაც უფრო მეტი პროგრამის ინსტალაციისა და გაორმაგებული სიჩქარით მუშაობის საშუალებას მისცემს მოსწავლეებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ყველა საჯარო სკოლა ჩართულია უსაფრთხო ინტერნეტის ერთიან საგანმანათლებლო ქსელში. წლის ბოლომდე კი, თბილისსა და რეგიონებში 400 სკოლა დამატებით უსადენო ინტერნეტით იქნება აღჭურვილი.

მსგავსი თემები