კახეთში კორონავირუსის პირველი ფაქტი გამოვლინდა – ინფიცირებულია სასწრაფო დახმარების ექიმი

კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა.

ყვარლის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ტელმან ხვედელიძის განცხადებით, ინფიცირებული 50 წლამდე ქალი სასწრაფოს დახმარების ექიმად მუშაობს და ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა.

ეპიდემიოლოგები ადგილზე იმყოფებიან და ინფიცირებულის კლასტერს იკვლევენ.

მსგავსი თემები