თუ სასულიერო პირები ახალ მეუფეს არ დაემორჩილებიან, ეს კანონიკური სამართლის დარღვევაა

კანონიკური სამართლის მიხედვით, ეპისკოპოსის მიმართ ურჩობის გამოხატვა დანაშაულია და დასჯადია. საუბარია ჭყონდიდის ეპარქიის გარკვეულ მსახურებაზე, რომლებიც ახალ მიტროპოლიტს არ ემორჩილებიან.

„ყველაფრის პატიება შეიძლება თუ ადამიანი სინანულს გამოხატავს. ეკლესია არაა პირდაპირ დამსჯელი ორგანო. ნებისმიერი საეკლესიო სასჯელი არის საშუალება, რომ ადამიანში სინანული აღძრას. პირველ რიგში, სინანულისკენ მოუწოდებს ეკლესია ადამიანს“ – განუცხადა დეკანოზმა ლონგინოზმა „მედიაცენტრ მთავარს“ და განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეკლესიამ, შეიძლება დარღვევაზე თვალი დახუჭოს.

„იღუმენია თამარმა და კიდევ რამოდენიმე სასულიერო პირმა გაიზიარა მეუფე პეტრეს შეხედულებები. ზოგმა ეპარქიაში მსახურებაზეც უარი განაცხადა. შეხედულების გაზიარება და პიროვნული მხარდაჭერა ეს არაა ისეთი სახის დანაშული რომლის გამოც, შეიძლება, ადამიანი დასაჯო ან სტატუსი შეუჩერო. მაგრამ, მეორე შემთხვევა, რომ ეპარქიაში მსახურებაზე უარი განაცხადეს და იქ ახალ დანიშნული ეპისკოპოსისადმი ურჩობა გამოხატეს, ეს გარკვეული კანონიკური დარღვევაა. შესაძლოა, ეკლესიამ ამაზე მოთმინება გამოიჩინოს და ამ ეტაპზე, არანაირი რეაგირება არ მოახდინოს ამ ქმედებებზე“ – განუცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

მსგავსი თემები