„პოლიტპატიმრები იყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, სოლჟენიცინი, ბუკოვსკი და სხვები“- გიორგი ახვლედიანი (ვიდეო)

„პოლიტპატიმრები“ იყვნენ ადამიანები , რომლებიც თავიანთი პოლიტიკური ხედვების გამო და პოლიტიკური რეალობის კრიტიკის გამო იყვნენ ციხეში -ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ – ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.

ახვლედიანს სიტყვა „პოლიტპატიმრების“ განსხვავებული შეფასება აქვს, თუმცა თვლის, რომ მოცემულ სიტუაციაში პოლიტიკოსების და ოპონენტების დაკავება არასასიამოვნოა.

„პოლიტპატიმრები“ იყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, სოლჟენიცინი, ბუკოვსკი და სხვები, თუმცა ის ფორმები, რომლითაც მოხდა გარკვეული პოლიტიკური ლიდერების დაკავება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ამიტომაც შეფასებითი კონტექსტი არის განსხვავებული. ძალიან ბევრი არასასურველი ფორმა მიეცა ამ დაკავებებს, რადგან გარკვეულ დაკავებებს ხელისუფლების მხრიდან აქვს პოლიტიკური ინტერესი. არსებული ფორმით ოპონენტების დაკავების დროს რასაკვირველია ხელისუფლება ვერ ასცდებოდა საერთაშორისო კრიტიკას.“- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „მედიაცენტ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. მანვე ისაუბრა უგულავას მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილზე და თვლის, რომ პოლიტიკური კონსეფსუსისთვის ხელის შემწყობია მისი პოზიცია, რადგან ახვლედიანის მოსაზრებით უგულავას განწყობა მის პოლიტიკურ პარტიას უხერხულობას მოუხსნის.


მსგავსი თემები