„ჩვენ შემოგვთავაზეს ორი ვარიანტი, ან უნდა ჩაგველაგებინა ჩემოდანი და დაგვეკარგა სრული ინვესტიცია, ან გამოგვესყიდა მათი სრული უძრავი ქონება“ – „აიკონია კაპიტალის“ დამფუძნებელი სეთ ედვარდ ჩარი

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ საქართველოს სრული მართლმსაჯულების სიტემა არის სრულად კორუმპირებული, აქ არიან რადენიმე პიროვნებები, ვინც გავლენას ახდენენ სასამართლოზე, ჩვენ ვურჩევთ მთავრობას მიაქციოს ყურადღება ამ ხარვეზებს,“  – ამის შესახებ „აიკონია კაპიტალის“ დამფუძნებელმა ედვარდ ჩარიმ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ინვესტორის ინფორმაციით ტერიტორია, რომელზეც დავა მიმდინარეობს ნაგავსაყრელს წარმოადგენდა, როგორც ბიზნესმენი ამბობს ინვესტიცია 10 მილიონ დოლარს შეადგენს.

„ჩვენ დავუკავშირდით წარმომადგენელ სენატორს ჰავაის შტატიდან და  მიმდინარე პროცესებს ისიც ადევნებს თვალს.

აღნიშნული პროექტი არის მრავალფუნქციური მშენებლობის, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მშენებლობებს და ეს იქნება უზარმაზარი მწვანე ზონა, ჩვენ როდესაც ეს ტერიტორია ავიღეთ წარმოადგენდა ნაგავსაყრელს, ეს იყო პარკინგი და სანამ შემოვფარგლეთ ეს ტერიტორია საკმაოდ საშიში ადგილი იყო მოსახლეობისთვის, ეს იყო ნარკო მოხმარების ზონა, როდესაც პროექტი დამთავრდება მისი დაახლოებითი საბაზრო ღირებულება 10 მილიონი დოლარი იქნება.

ჩვენ 2015 წელს გვქონდა შეხვედრა, რომელიც მაშინდელი მერიის ინიციატივით მოეწყო, ამ შევხედრამ ძალიან ცუდ პირობებში ჩაიარა, რადგან არანაირი გონივრული შემოთავაზება მათი მხრიდან არ იყო, როდესაც კამერები გამოირთო და დამთავრდა შეხვედრა დარჩა რამდენიმე პიროვნება ოთახში, მაშინ რამაც გაიჟღერა, ის იყო, რომ შემოგვთავაზეს ორი ვარიანტი ან ჩაალაგო ჩემოდანი წახვიდე დაკარგო სრული ინვესტიცია ან გამოისყიდო ჩვენი ფართი, დაანგარიშებით კი ერთი მილიონის ლარის ინვესტირება იქნებოდა საჭირო.

მე არ ვამბობ, რომ ეს მთელი სასამართლო სისტემის პრობლემაა, მაგრამ არის ასეთი ხარვეზები. ჩვენ მთელი ამ დროის მანძილზე მივეცით შანსი საქართველოს სასამართლოს, რომ მიეღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება, ნებისმიერ სასამართლო სისტემას აქვს ხარვეზები, თუ აღნიშნული არ გადაწყდა ჩვენს სასარგებლოდ ან კიდევ მოგვიწია დავა, ჩვენ იძულებული გავხდებით გავაგრძელოთ პროცესი საერთაშორისო არბიტრაჟში და მოვითხოვოთ კონპენსაცია, რათა იქნას დაცული უცხოური ინვესტიცია.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ საქართველოს სრული მართლმსაჯულების სიტემა არის სრულად კორუმპირებული, აქ არიან რადენიმე პიროვნებები, ვინც გავლენას ახდენენ სასამართლოზე, ჩვენ ვურჩევთ მთავრობას მიაქციოს ყურადღება ამ ხარვეზებს,“  – განაცხადა ინვესტორმა „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები