აღენიშნება თუ არა 19 წლის ფეხბურთელის ცხედარს დაზიანებები, ექსპერტიზა დაადეგნს

აღენიშნება თუ არა რაიმე დაზიანება 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარს, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არაფერს აცხადებენ, საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის თემურ მონიავას ინფორმაციით, აღნიშნულს შესაბამისი უწყებები გამოძიებით დაადგენენ.

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს. ამ ოთხი დღის განამვლობაში სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე- მაშველი, ასევე 7 გასაბერი ნავი, შესაბამისი საძიებო სისტემით აღჭურვილი, რომელიც სკანირებას ახდენს მთლიანი წყლის ქვედა პერიმეტრის. ასევე, 4 დღის განმავლობაში უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა სამაშველო ოპერაციის კოორდინირება,” – განაცხადა მონიავამ.

ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

მსგავსი თემები