მე მეკუთვნის მაჟორიტარობა“ – თუ „ოცნებამ“ არ შესთავზა, კახა ოქრიაშვილი კენჭს დამოუკიდებლად იყრის – ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავრთან“

იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ კახა ოქრიაშვილს მაჟორიტარობას არ შესთავაზებს, დეპუტატი მომავალ არცევნებზე კენჭს საინიციატივო ჯგუფის სახელით იყრის. დეპუტატი თვლის, რომ ხალხის მანდატს იმსახურებს.

„მე ვთვლი, რომ მე მეკუთვნის მაჟორიტარობა და მე ვიყრი კენჭს მაჟორიტარად, თუ მე მივიღებ შემოთავაზებას, რომ ვიყარო კენჭი „ქართული ოცნებიდან“ ამ წინადადებას დავთანხმდები, თუ არა, მაშინ დამოუკიდებლად, საინიციატივო ჯგუფით. მოსახლეობის მხარდაჭერაში ვარ დარწმუნებული, გავიმარჯვებ თუ არა, არ ვიცი, თუმცა, დიდი ალბათობით გავიმარჯვებ,“ – განაცხადა ოქრიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“

Posted by მედიაცენტრი "მთავარი" on სამშაბათი, 23 ივნისი, 2020


მსგავსი თემები