„კალანდიასთან დაკავშირებით საპროცესო გამორიცხულია, მას დანა არ ჰქონია, ურტყამდა მუშტს“- დავით თოდუა (ვიდეო)

„მიხეილ კალანდიას იარაღი არ ჰქონია და დავით სარალიძეს ურტყამდა მხოლოდ მუშტს, რამეთუ ეშველა თავის მეგობრისთვის.ეს გამოიძიონ და არა პირდაპირ ხელი შეახოცონ კალანდიას, რათა ზაზა სარალიძე დააწყნარონ და მიაღწიონ პოლიტიკურ სტაბილურობას“- ამის შესახებ დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ “მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადვოკატი აცხადებს, რომ კალანდიას ხელი შეაწმინდეს, რასაც მისივე თქმით საქმეში არსებული ბევრი უზუსტობა ადასტურებს. თოდუა კალანდიას დამნაშავედ არ თვლის  და საპროცესო შეთანხმებასაც გამორიცხავს.

„გამორიცხულია კალანდიას პირობებში რაიმე საპროცესო შეთანხმება. ეს შეიძლება მხოლოდ ელაპარაკო ადამიანს, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი. მიხეილ კალანდიას არანაირი იარაღი ხელში არ ჰქონია. ის ურტყამდა დავით სარალიძეს, მაგრამ ურტყამდა მხოლოდ მუშტს, რამეთუ ეშველა თავის მეგობრისთვის, რომელიც იყო საშინელ მდგომარეობაში აღმოჩენილი.”- განაცხადა დავით თოდუამ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები