“კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ხალხის ვაქცინა უნდა იყოს” – გაეროს გენერალური მდივანი

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ხალხის ვაქცინა უნდა იყოს. 

„კორონავირუსი ჯანდაცვის სფეროში ჩვენი თაობის უდიდესი კრიზისია და ზუსტად ახლა ვაქცინა არ არის. მაშინ, როდესაც ერთობლივად ვმუშაობთ ვაქცინის შესაქმნელად, ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომელიც ყველამ უნდა ვისწავლოთ. თავად ვაქცინა საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება გლობალური სოლიდარობა, რათა ვუზრუნველყოთ ის, რომ ყველას ჰქონდეს მასზე წვდომა. კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა, როგორც გლობალური კეთილდღეობა უნდა განიხილებოდეს“, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

აღსანიშნავია, რომ გლობალური ვაქცინის სამიტში მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი და კომპანია იღებს. გლობალური ვაქცინის ვირტუალური სამიტის ფარგლებში 7.4 მილიარდი დოლარის მოზიდვა იგეგმება.

მსგავსი თემები