ქუდი, რომელიც გამელოტებისგან დაგიცავთ – მეცნიერების გამოგონება

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ქუდი, რომელიც ადამიანს გამელოტებისგან დაიცავს.

მოწყობილობა, რომელიც ქუდშია ჩამაგრებული, მოძრაობის დროს ავტომატურად აგენერირებს ელექტრულ იმპულსებს, რომლებიც თავის ქალის კანსა და თმის ძირებზე ზემოქმედებს. 

მოწყობილობის სისქე 1 მილიმეტრია და ელექტროგამტარი მასალების რამდენიმე ფენისგან შედგება, რომელიც ხახუნის შედეგად ელეტროგანმუხტვას ახორციელებს, ხოლო ელექტროიმპულსი იმდენად უმნიშვნელო სიმძლავრისაა, რომ ადამიანი მას ვერც კი გრძნობს.

აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტი გაპარსულ და გენეტიკურად მელოტ თაგვებზე წარმატებით ჩატარდა.

თავის ქალის კანის ელექტრული სტიმულაცია დიდი ხანია გამოიყენება, მაგრამ აქამდე მას მხოლოდ სტაციონარული აპარატურით აკეთებდნენ.

მსგავსი თემები