შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგიძის კანდიდატურები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელდნენ

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გამართული კონსულტაციების ფარგლებში უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგიძის კანდიდატურები დაასახელა“ – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა. დოლიძის თქმით, საბჭოთა კომპარტიის სხდომებთან უფრო ახლოს იყო ეს კონსულტაცია, ვიდრე ცოცხალ ფორმალურობასთან.

მისი ინფორმაციით, შალვა თადუმაძის კანდიდატურა დაასახელა მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა, ხოლო ნინო ქადაგიძის კანდიდატურა დაასახელა მოსამართლე ალექსანდრე წულაძემ.

„განცდა მქონდა, რომ ცუდი სამოყვარულო თეატრის სპექტაკლს ვესრწებოდი, რადგან ცხადი იყო, რომ დადგმული იყო ეს ყველაფერი. ყველას შორის თანმხმობა შედგა და ყოველგვარი დისკუსიის გარეშე”, – განაცხადა დოლიძემ.

მსგავსი თემები