ქალი, რომელსაც ქვემო კიდურები, მარცხენა ხელი და ყურის ნიჟარა არ აქვს, კორონავირუსისგან განიკურნა

დღეს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ერთ-ერთი მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეს იყო ქალბატონი, რომელსაც კოვიდ-19-თან ერთად, ბევრი სხვა თანმხლები დაავადება ჰქონდა. 

“მძიმე კრიტიკული პაციენტები ვინც იყო ქვეყნის მასშტაბით, ყველა ჩვენთან ხვდებოდა. საბედნიეროდ, ეს დიდი რიცხვი არ იყო. სულ 20-მა პაციენტმა გაიარა რეანიმაციული განყოფილება და წარმატებით გავიარეთ ეს ეტაპი. დღეს, მაგალითად, იმდენად ბედნიერები ვიყავით, როცა ქალბატონი 30 წლიანი შაქრიანი დიაბეტით, არ აქვს ორივე ქვემო კიდური, არ აქვს ყურის ნიჟარა, არ აქვს მარცხენა ხელი, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა”, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები